Thursday, August 5, 2021

 დღეს გადავდებ!


დღეს გადავდებ პაემანზე მოწვევას, 

ამდენი ხნის უძინარს,მეძინება,

იქნებ სიზმრად მომევლინო ოცნებად,

თეთრ პერანგა მონაცრისფრო ღილება.,

გაიკეთე ყელზე ლურჯი სახვევი,

შენს თვალის ფერს უსათუოდ გამოკვეთს,

მე დაგხვდები სადედოფლო სამოსში

და პარნასზე ღმერთებს ასე წარვუდგეთ.

წარვუდგეთ და იქ გავმართოთ ნადიმი,

აპოლონი იყოს ისევ თამადად,

შენ ხელს მომხვევ და ტუჩებში მაკოცებ,

დაგიბრუნებ მეც ამ კოცნას ასმაგად.

მაია დიაკონიძე

5.08.2021 წელი




No comments:

Post a Comment