Tuesday, August 31, 2021

არსად დაგეკარგოს ქარის მოფერება, ავტ. ლელა პავლიაშვილი

 არსად დაგეკარგოს ქარის მოფერება

სევდიანთვალება ქალო,
ანდა ვინ დაგაცდის დარდის მონელებას,
რომ მერე ვარსკვლავი თვალო,
ისევ ახლიდან რომ გაზაფხულს ელოდო –
არ გაპატიებენ, ქალო,
არც ქარის გინდოდეს, ფერება, ალერსი
ბოლოს მაინც სხვასთან წაწლობს...
დაგრჩება დარდები, ლექსები, ნაღველი,
ცრემლით გალეწილი კალო“

მაიკოს, ავტ. დავით თაქთაქიძე

 როდესაც მოგწონს, გიზიდავს, გათრობს,

ვნებებს აგიშლის ცეცხლივით გათბობს, როცა შეიგრძნობ რომ მის გარეშე, არც გაგონდება ციდან დაეშვე, როდესაც ხედავ ყველაზე ნაზ ქალს, არ უნდა ნახვა არავის შენს თვალს, როცა არ გკოცნის ნებით ან "დავით", რას მოიფიქრებ ბატონო დავით?! ოთხ წელს მოგაკლებ ჩემო მაიკო, ნუ გაიოცებ ასე რა იყო, მეც გავუშალე ჩემს წლებს აფრები, და ასე კარგო გავთანაბრდებით.. ❤️❤️ დ.თ.

ვინ რა იცის?! თაყვანისმცემლისგან, ავტ. უცნობი

ვინ რა იცის, შენ ხარ ჩემი ვნების კალო,

გასალეწი ხორბალიც და თავთავიც,

მზედ ანათებ ამ ველ-მინდვრებს, ოქრო ქალო,

ვერვინ ვნახე ქვეყნად შენი სადარი.

შენ ჩემს გულში ამოზრდილი ყვავილი ხარ,

გიყვარვარ თუ არ გიყვარვარ, არ ვიცი,

იქნებ, ჩემი ლექსის ბწკარით შემიყვარო,

იქნებ, გავხდე შენი გულის საფიცი.

ავტ. უცნობი


ქალი დაუბერები, ავტ, მამუკა ოჩიაური

 ქალი დაუბერები

არ გეტყობა წელთა კვალი
ხალისით ცას ევლები,
აი მესმის ქვეყნად ქალი, -
ქალი დაუბერები
აი მესმის სიხალისე,
სინატიფე სხეულის
დღეთა ყოფას მიხალისებ,
გრძნობად ჩამორხეულის.
და გავცქერი გარდასულთა
იმ დროების ნაპირებს,
გეტყვი გრძნობა არ დასრულდა
მოსვლა თუ დავაპირე.
თუ მთებიდან მონაბერმა
ქარმა თმები დალესა,
იფიქრე რომ ჩემმა ხელმა
შორით მოგიალესა.
ეკარგება უკვე ხიბლი
გასულ წელთა მზებნელებს,
გადაეკრა თვალებს ლიბრი,
შენი ლანდის მძებნელებს.
ისევ გფარავს ეშხის ალი
ხალისით ცას ევლები,
აი მესმის ქვეყნად ქალი,-
ქალი დაუბერები
მამუკა ოჩიაური

ერთსტროფიანი (სატრფიალო)

 თუ გიყვარვარ, უნდა მითხრა, 

რომ არ იყოს მერე გვიან,,

ვაი, თუ დღეს დავიხალო

ნაგანიდან ცხელი ტყვია.


უარს ვერ მეტყვი ვერასოდეს (სატრფიალო)

 ამ თბილ და ლამაზ ღამეს თაფლის მოგიტან სანთელს,

მე შენ მოგიტან სუნთქვას კავკასიონის მთიდან,
მე შენ მოგიტან ყვავილს, ქართლის მინდვრების ხალებს,
შენი ღიმილის ნახვა, როგორც არასდროს მინდა.
სულში ჩაგიფენ ბალზამს, ავაშრიალებ რტოებს,
ცაცხვის სურნელი შეგძრავს, გულს ნაზად აგიტოკებს
და სალამურის ჰანგზე ჩემს ხმასაც გაიგონებ...
ამ სიყვარულზე უარს ვერ მეტყვი ვერასოდეს.




ნიჭი აღქმის (სატრფიალო)

შენზე ფიქრებში უთვალავი წელი გავიდა,
გადაიხიდა ყველა გზა და ყველა ბილიკი
და ახლა სადღაც შორეთიდან, დასაბამიდან
შენ დაგინახე, ასე ლაღი ლურჯი ფიფქივით.
და ვთხოვე უფალს, შენი სახე ეჩვენებინა,
მოეცა ნიჭი აღქმისა და ფიქრთა განჭვრეტის,
გამომესახე, თითქოს ახლოს, თითქოს შორიდან,
მაქანდაკებდი, ხმა მომესმა შენი საჭრეთლის.



Monday, August 30, 2021

ზაფხულის ქარებს გავუმხილე... ავტ. ლიკა ფარცვანია

 ზაფხულის ქარებს გავუმხილე...

მარტოსულობა სასჯელივით დამადეს წლებმა,
აჯამ ხასიათს გამართლება ვერ მოვუხერხე.
სულიც მატკინეს ამ ცხოვრების გულმრუდე გზებმა,
წვიმის ღრუბლებმა ყველა გრძნობა გადამიმეხეს...
ზაფხულის ქარებს ჩემი სულის სატკივარს ვუმხელ...
დროც დაიმალა ძველ ზღაპარში დაიდო ბინა...
შერეკილების ქვეყანაში მოთოვა წუხელ
და სინანულმა ერთი წუთით შემოირბინა...
ბევჯერ დავეცი, მაგრამ უცებ უმალ ვდგებოდი,
ვისთვის რაც მსურდა ყველა სურვილს დრო მიბრუნებდა...
წლები გარბოდა და მე ისევ დროში ვრჩებოდი...
კალენდარზე კი ოცნებები მიკაკუნებდა...
ვერ გავიმეტე სიყვარული სიამისათვის,
ვნანობ დავღალე ეს გონებაც, ბევრი ფიქრებით...
არ მიმიხურავს კარი, არა ნიავისათვის
და დავასრულე ფილმიც ისევ ძველი ტიტრებით...,,la fin"...
ლ.ფარცვანია

ვერ წამშლის (ფშავურ კილოზე) ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 ვერ წამშლის!

(ფშაურ კილოზე.)
„ნეტავ არ ჩაგძინებოდა,
ჩიტო ნიბლიავ, ნარზედა,
ჩამოგიქროლებს ალალი,
წაგიყვანს მაღლა მთაზედა.“
(ხალხური)
1.შენზე ფიქრ ჩამამიქროლებს,
როგორც ნიბლიას ალალი...
ღმერთს ალბათ არა შაუქმნავ,
ფიქრზე სწრაფი და ფრთამალი. 💝
2.მახსოვს შენი თმის სურნელი,
მხრებს დაფენილი დალალი,
თვალები,~ თბილი მზესავით,
მიამიტი და ალალი. 💖
3.მაგ თვალებიდან ვერ წამშლის
წამწამთა ხშირი ფახული
და შენს თვალებში დავრჩები,
მარადჟამს შემონახული. 💞
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ.თესალონიკი.08.02.2018 წელი.
„დავითობა.“
P.S. თურმე ადამიანი, წუთში 10~15~ჯერ ახამხამებს თვალებს,თუმცა დანახულის „წაშლა“შეუძლებელია!

მოდი , ს ი მ ა რ ტ ო ვ ე დ ა მ ი წ ყ ვ ი ლ ე ! ავტ, ელგუჯა ციგროშვილი (მაიკოს)

 მოდი, ს ი მ ა რ ტ ო ვ ე

დ ა მ ი წ ყ ვ ი ლ ე !
1 . შენა ხარ ჩემთვის
მ ზ ე და მ თ ვ ა რ ე ,
ჩემი ნ ე კ ნ ი რომ ხარ ,
უკვე მივხვდი ...
მოდი , შენს
ს ა მ ო თ ხ ე ს შემაფარე ,
მე თავს გ ა ს ა გ დ ე ბ ა დ
არ გავიხდი .
2 . ნაზი ბ უ ლ ბ უ ლ ი ხარ ,
ვ ა რ დ ზ ე მჯდარი ,
თვალდახუჭული რომ
ტკბილად ჰგალობ ...
კ ა ც ე ბ ი ს გარტყია
ირგვლივ ჯ ა რ ი ,
შენ კი ... ფ ი ქ რ შ ი ც ,
ც ხ ა დ შ ი ც ჩემთვის
ჰ ქ ა ლ ო ბ !
3 . ნაზად დამიბერე
ტრფობის ს ი ო ,
მოდი დ ა მ ი წ ყ ვ ი ლ ე
ს ი მ ა რ ტ ო ვ ე ,
მ ზ ე თ უ ნ ა ხ ა ვ ა დ
რომ არ მეწვიო ,
უკვე ს ი ზ მ ა რ ი ც
არ დამიტოვე .
4 . მსურს , რომ დავარღვიო
ყველა ვ ა დ ა ,
ტრფობის ა ლ შ ი მინდა
გაწრთო ს უ ლ ო ...
ჩვენი თ ა ფ ლ ო ბ ი ს თ ვ ე
გრძელდება და ...
ღ მ ე რ თ ო ,
არასოდეს დაასრულო !
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
30 . 08 . 2021 წელი.

შენი ღიმილი ყველაფერია (სატრფიალო)

 შენი ღიმილი ყველაფერია,

იცინი, როგორც პატარა ბავშვი,

სულშიც ბალღობა შემოგრჩენია,

და ეს სიწმინდე არაქათს მაცლის.

მგონია, უფლის საჩუქარი ხარ,

ჩემთვის მღერალი სამოთხის ჩიტი,

თავაწეული ლაღად დადიხარ,

ნუ დამამადლი შენს ლამაზ ღიმილს?!

დაგინახე და... ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 29 იანვარი, 2019

 დაგინახე და...
1.დაგინახე და ... გაირინდა
მთელი სამყარო ,
ფოტოკადრივით შერჩი თვალებს ,~
გაჩერდა წამი ;
ვით შემიძლია , ასე კარგი
არ შეგიყვარო,
ვარდის ფურცელზე შერჩენილი
კამკამა ნამი. 💝
2.ღამეს ვძმობილობ ... რა ხანია
გამიტყდა რული ,
სიტყვაც არ მყოფნის , შენი ქება
რომ დავაპირო ,
ალბათ სამყაროს სადღაცა აქვს
საწყის ~ სასრული ,
ჩემი ტრფობა კიიიი ~
უსაზღვროა და უნაპირო ! 💖
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ.თესალონიკი . 29 . 01 . 2019 წელი .

სად ხარ ჩემო ერთადერთო?! (სატრფიალო, აშუღური)

სად ხარ ჩემო ერთადერთო,

შენი სულის ვეძებ თვალებს,

იქნებ ერთხელ შემომხედო,

შეგიყვარდე, გენაცვალე!

თაკარა მზე შენით მზეობს,

შენით ჰკოცნის სიო ვარდებს,

ცისფერ ღრუბელს შემომხედო,

შეგიყვარდე გენაცვალე!.

სულში სიყვარული მეფობს,

ნაზად აფახულებს თვალებს,

იქნებ ერთხელ შემომხედო,

შეგიყვარდე, გენაცვალე!

 




კომენტარები ჩემს ლექსზე "ვაჟო!" ჩემი და ირინა ხურციძის

 გიხდება ველურ ვარდის ფერება,

გშვენის ტუჩებთან სიოს ალერსი
დღეს რომ არ გნახო რა მეშველება,
რომ არ ჩაგხედო ცისფერ თვალებში.
არ გამიბრაზდე ჩემო სიცოცხლევ
იქნებ და შეგხვდე სადმე შემთხვევით,
მე შეშლილს შენი მონატრებისგან,
მომეცი ნება ნაზად შეხების.


ვარდის შეხებამ არ დაგამუნჯოს,
არ შეგახვედროს შენ ღრმა ტკივილი,
დაგეხატები შენს ლურჯ თვალებთან,
მაგრამ რატომღაც აღარ იღიმი.
იცი, რომ შენთან არასდოს მოვალ,
იცი რომ შენი აღარ ვიქნები,
მეც დამამუნჯებს ასი წლის სევდა,
სევდა არყოფნის და მივიწყების.

Sunday, August 29, 2021

სულში ამოსულხარ სევდად, თაყვანისმცემლისგან , ავტ. უცნობი


სულში ამოსულხარ სევდავ,

სულში ამოსულხარ დარდო,

გულში დამიდიხარ ელდად,

მინდა სურვილები  განდო.

შენი სიყვარული მომკლავს,

მერე გამაცოცხლებს ისევ,

 მოდი, გამილეწე კალო,

თვალებს დაგიკოცნი ცისფერს.

ავტ. უცნობი

 

თანა მდევს შიში (სერგეი ესენინს)

მაკვირვებს მუდამ შენი ღიმილი,
ბავშვური, წრფელი, ლაღი მზესავით
და როცა გკოცნი, ასე მგონია,
შენი ტუჩიდან შევსვი ნექტარი.
ასე მგონია, ხელახლა ვიშვი,
ვით აფროდიტა ზღვათა ქაფიდან,
შენი დაკარგვის თანა მდევს შიში,
კაცობრიობის დასაბამიდან.



სულ პირველად, ნეტავ, როდის დაგინახე?! თაყვანისმცემლისგან, ავტ. უცნობი

სულ პირველად, ნეტავ, როდის დაგინახე:

შენი სახე რომ ვიხილე წვიმის თქეშში?!

წვეთები რომ მხრებს და გულმკერდს გისველებდნენ,

ჩიტივით რომ ამიძგერდა გული მკერდში,

თუ მაშინ, რომ პლიაჟზე ბურთი მომაწოდე,

თუ მაშინ, რომ წავიკითხე შენი ლექსი?!

ამ სამყარომ, ნეტავ, რისთვის გამიმეტა,

თუ კი ჩემი  არ იქნები თავისდღეში.

ავტ. უცნობი


ვგრძნობ, რომ მეხები (სატრფიალო)

როცა მთოვარე გადაათოვს ჩემს ბაღში ვარდებს

და ჩემს ოთახში სურნელება დატრიალდება,

შენ მოხვალ, როგორც სიმფონია, აშუღის ჰანგი

და ჩემს სხეულში ვნების ალი გაათმაგდება.

შენზე ფიქრებში გადავწვები ლოგინზე ნაზად,

მოითენთება სიყვარულით ჩემი სხეული,

ვგრძნობ რომ მეხები ჰაეროვან ეთერთა ნაზავს

და  აღარა ვარ ისე მარტო, ისე ეული. 

Saturday, August 28, 2021

მე თვითონ ვირჩევ, ავტ. ელგუჯა ცოგროშვილი

 მე თვითონ ვირჩევ.

1.იქნებ ისეთი სულაც არა ვარ,
შენს ოცნებებში როგორიც ვიშვი,
მე მაინც შევყეფ გრძნობის ქარავანს
და...გულით დამაქვს ფინიას შიში.
2.წუთისოფელი თავის გზით მიდის,
ჩემი ხმა იქნებ არც ესმის არვის...
არ ვარ ამგები კოშკების დიდის,~
არც ბროლისა და არც კიდევ ქარვის.
3.დიოგენივით კასრის წინ მჯდომი,
თავს არვის ვახვევ ჩემს აპათიებს...
მაგრამ ჩადგომას,~ მზეს და ჩემს შორის,
იმპერატორსაც არ ვაპატიებ.
4.ცხოვრება უფლის განაჩენია
და არა მინდა მე საზიარო...
რადგან ჩემი გზა მხოლოდ ჩემია,
მე თვითონ ვირჩევ,ვისთან ვიარო!
ელგუჯა ციგროშვილი.
06.06 2016 წელი.

ჩემო სულიკო! (სატრფიალო)

ჩემო სულიკო, სიყვარული როგორ აგიხსნა,

როგორ გითხრა, რომ სუყველაზე ბევრად მეტი ხარ,

ჩემთვის არ არის ცაზე უკვე ერთი ვარსკვლავიც,

ყველა ვარსკვლავში მხოლოდ შენ და ერთადერთი ხარ.

მაგრამ თუ კი შენ ჩემი ვნების მუხტი გაშინებს,

თუკი შენ ჩვეულ სიწყნარეში გინდა ჩაძირვა,

მე დავმშვიდდები და გავქრები, მცხუნვარ საკირედ,

მოგენატრება ჩემი ლექსი, ტრფობის მაგია.

 


ჩემო ლამაზო პეპელავ! (ერთსტროფიანი, სატრფიალო)

როგორ მიყვარხარ და მათრობ, ჩემო, ლამაზო პეპელავ,
სილამაზის ხარ მომფენი, მეც მატკბობ ეშხით ნელ-ნელა,
შენი სათუთი ფიქრები, განა ვიღაცას მოჰპარე,
შენია, მეც შენთვისა ვარ, სანამ მზე მადგას მცხუნვარე.



შენ გელოდე (სატრფიალო, ერთსტროფიანი)

 შენ გელოდე და თუ მაინც, არ მიმართლებს,

ერთად ყოფნა არ ყოფილა ჩვენი ბედი,

მაშინ არც მე აღარ გიძღვნი სერენადებს,

არც შენ მითხრა სიყვარულზე, არაფერი, მეტი.


ქუჩის ბოლოში შენ დგახარ (სატრფიალო, ერთსტროფიანი)

 ქუჩის ბოლოში შენ დგეხარ, მე კი მეორე მხარეს,

შეგხედე, რომ დაგინახე, არ დავუჯერე თვალებს,

როგორც მზე ისე ბრწყინავდი, ასხივოსნებდი არეს,

შენ ხომ სულ ჩემი იყავი, რატომ ვერ გნახე ადრე?!



Friday, August 27, 2021

მიყვარხარ, ავტ, ელგუჯა ციგროშვილი

 მიყვარხარ!

1. ყველა ვიღაცის ოცნებაა
და გულის ვარდი,
საუკუნოვანს სთავაზობენ
ერთურთს პირობას...
მე ვერასოდეს ვერ გითხარი
როგორ მიყვარდი,
თუმცა არასდროს ვუჩიოდი
სიტყვაძვირობას.
2. თვალ და ხელ შუა იპარება
ცხოვრების დღენი,
ხან მზე ჩახჩახებს,--
ხანაც თოვლი და ავდარია...
ხათრი და რიდი,
გოგონებს რომ ამგვარად შვენის,
თურმე ბიჭისთვის
უსარგებლო მეგობარია.
3.თუმც შენ ხომ ხვდები,--
(ქალის გუმანს რა ემალება...)
სულ საფერებელ იასავით
გულში რომ მყავხარ,
უნდა გავბედო,
დავასრულო ჩემი წვალება,
მთელი სამყაროს გასაგონად
გეტყვი:„მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !" ❤ ❤
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ.თესალონიკი. 27.08.2016 წელი.

ვაჟო (სატრფიალო)

ვაჟო, ამაღამ სიზმარში მოვალ, 
და დაგიკოცნი მაგ ცისფერ თვალებს,
იქნება იგრძნო შენ ჩემი სუნთქვა
და გამიცვალო შენში ამ ღამეს.
გვერდს მოგიწვები, იგრძნობ ჩემს სითბოს
და სიმხურვალეს ნაზი ტუჩების,
როგორ ხაფანგში გაბული ჩიტი,
მოსაფერებლად დამიყუჩდები.
ვერ დამივიწყებ მერე ვერასდროს,
ჩემი სურვილი მუდამ გაგთანგავს,
და გაიგონებ ჩემს ძახილს ოდეს,
შენც გამოყვები ამ ჩემს გზა და კვალს.

თაყვანისმცემლისგან, ავტ. უცნობი

 შორიდან გეტრფი ლამაზო ქალო,

ვიცი, არა ხარ პატარა გოგო,

ბროწეულსაც აქვს ლაღი ყვავილი,

მწიფე ბროწეულს ვერ ჯობნის მხოლოდ.


ლია დაუშვილის კომენტარი უცნობი თაყვანისმცემლის ლექსზე "შენი სურნელი" '

კომენტარი ამ ლექსზე: იმდენს წერ სიყვარულზე, აამღერე ხალხი.😃🌷😃ფანჯრების წინ თუ გულიც დაგინთეს......️მაია, შენ ის შემთხვევა ხარ. ლამაზი გოგო ასაკში უფრო რომ ლამაზდება. ახალგაზრდობის ფოტოებში ლამაზი კი ხარ, მაგრამ უფრო მკაცრი, ამაყი და ცივი ჩანხარ, ახლა კი სითბოს ასხივებ, კეკლუცობ, სახალისო ამბებს გვიყვები, თითქოს ასაკს ეჯიბრები, რომ სიყვარული მარადიულია, სიცოცხლე მშვენიერია, რაც ძალიან გიხდება და პოზიტივს იწვევს. თითქოს აფეთქებული ატმის ხე იყო სოფლის ორღობეში შემოფეთებული. 🌱🌱🌱🌱🌱ამასობაში შენი პორტრეტი გამომივიდა. დანარჩენს უცნობ რაინდებს დავუტოვებ.🌸💚🌸😃😃😃

სულის კოკორო (სატრფიალო)

 სულის კოკორო, სიყვარულის ნაზო ბულბულო,

ამღერდი გულში, აამღერე ჰიმნი ტრფობისა,

ამ ალუბლებმა და ატმებმაც სხივი მოისხა,

ჭრელი ხალიჩა გაიშალა ბარად მოლისა.

ჰე, მთებო დიდნო, ბუმბერაზნო, ფიქრსევდიანნო,

ნუთუ თქვენამდე არ მოვიდა ჰანგი ტრფობისა,

მე ხომ მზადა ვარ, დედამიწა ავაზრიალო,

დავიმსახურო თქვენული სიტყვა ნდობისა.


მიწვევა პაემანზე ვარდების ბაღში (სატრფიალო)

დღეს, ჩემო კარგო, მე ვარდების ბაღში გპატიჟობ,

აქ დაგიხვდება სილამაზე მარად ულევი,

ჩამოვსხდეთ სკამზე და მივადოთ მხრები ერთმანეთს,

მგონი, რომ შენთვის მიმზიდველი მექნეს სურნელი.

თვალებში ნაზად შემომხედავ, ხელში ამიყვან,

და სახლის კიბეს აუყვები გმირი თეზევსი,

მე, არიადნემ, გავამზადე ძაფის გორგალი,

დასაკარგავად ლაბირინთში არ მემეტები.

(მარადისობის ლაბირინთი, ჩემო, მზეს ერთვის).



,



 


Thursday, August 26, 2021

ოჰ, ღმერთო ჩემო! (სატრფიალო)

 ოჰ, ჩემო ღმერთო, შენს მკლავებში მინდა ვესვენო,

შენი მკერდი კი მკერდზე მედოს, ტუჩზე მკოცნიდე,

გადავიყარო ეს მკლავები, შენი ხელები

მეხვეოდეს და მაფრენდეს ტაძრად ოცნების.

ო, როგორ მინდა, რომ მე სამოსშემოძარცვულმა

შენ გაგრძნობინო მთელი ვნება, რაც რომ შემომრჩა,

შენ კი კოცნები აიტაცო ჩემი ტუჩიდან

და ამისრულო მე ზღაპრული ყველა ოცნება.


 


თუ არ გინდივარ (სატრფიალო)

 თუ არ გინდივარ, თავს მე სრულად არ შეგაბეზრებ,

და მათხოვრობას სიყვარულის მე არ დავიწყებ,

იცი, არ ვგავარ მე სხვა ქალებს, ალალ აბეზრებს,

და ერთი სიტყვით, ერთი  კვნესით არ შეგაწუხებ.

 


შენი სურნელი, თაყვანისმცემლისგან, ავტ, უცნობი

რადგანაც მძაფრი შენი სურნელი,

ჩემამდეაც კი  შორეთში ატანს,

მე ავინთები, როგორც ტორერო,

და ჩემს სურათზე ქარიშხლად გხატავ.

გხატავ ვარდებად, იებად, წვიმად,

ოქროს ყანად და ყაყაჩოს ფურცლად,

გეტყვი, რომ შენი ტუჩის ოვალის

შეხება მთელი სიცოცხლე მსურდა.

ავტ. უცნობი


ჰო. მთები მიყვარს! (სატრფიალო)

 ჰო, მთები მიყვარს, მთები, სადაც შენ დაიბადე

და ის მდინარე და ის წყარო, წყალს რომ გასმევდა,

ის ცაც, ცაც მიყვარს, ღრუბლიანი, ხანაც მღიმარე,

შენს თვალებს შუქს და სიკამკამეს სულ რომ მატებდა.

ახლა სადაც ხარ, ის ქალაქიც, ის ქუჩაც მიყვარს,

მიყვარს შენი ხმა, შენი სიტყვა - ცრემლი ვაზების,

შენი ნახვის თუ ოდესმე მხვდა ბედნიერება, (და შენი ნახვა თუ ოდესმე ღმერთმა მაღირსა)

მგონია, თავად უკვდავებას ვეზიარები.


სულ შენ რატომ გელოდები?! (სატრფიალო)

 სულ შენ რატომ გელოდები, რა ისარი მესროლე,

ისარგაყრილს აღარც მძინავს, ვუცქერ მთათა ხეობებს,

იქ შავ მთაზე ღამე წვება, ბუ გაჰკივის ხმამაღლა,

"გიყვარს?", "გიყვარს!!!" თან აჰყვება ბუკიოტთა ამალა.

მისამღერი:

სულ შენი ვარ, მთელი გულით,

შენი სამარადჟამოდ,

ან ისარი ამოიღე,

ანდა მოდი საჩქაროდ.



ერთსტროფიანი

 შენ ჩემო სამშობლოვ, ამაყო,  ლამაზო,

ძლიერო ბერმუხავ, ხერთვისო, არმაზო,

კაცის გულს გაყინულს ცრემლებად დაალტობ,

არც მე გიღალატებ, არც შენ მიღალატო.

ამ ღამემაც უშენოდ ჩაიარა (სატრფიალო)

სალაღობო:
ამ ღამემაც უშენოდ გაიარა,
მხოლოდ მთვარემ ამომივსო სარკმელი,
სად ხარ ჩემო, ერთადერთო, იალა,
დილამ ატმის გამოფინა სარტყელი.
სულ შენ გელი, ვეღარ ვუძლებ ცდუნებას,
კიდევ ასჯერ დაიყივლებს მამალი,
თქვი, რომ მოხვალ, ნუ მიფუჭებ გუნებას,
ცხოვრებაა ძალზე სწრაფმიმავალი.




შენთვის მინდოდა (სატრფიალო)

 შენთვის მინდოდა, თუ რამ მქონდა, კდემა, სინაზე,

მაგრამ ვერ მიხვდი, ვერ შეირგე, ვერ დააფასე,

მაშ, დაფლეთილი ჩემი სული ქარებს გაჰყვება,

ნუღარ მომძებნი, მელოდება გარდაცვალება.


ერთხელაც მინდა ხატობაზე მთაში წავიდეთ,
ვემთხვიოთ ხატებს, გაგვახელოს მამულის ტრფობამ,
ეს სიყვარული ჩვენს არსებას ისე აწვალებს,
ვით დიდებული მატიანის მარადი ხსოვნა.

Wednesday, August 25, 2021

სიმღერა, მე შენზე ფიქრით ვარსებობ, ვსუნთქავ!( სიმღერა დაწერა ბეჟო ბეჟიტაშვილმა)

მე შენზე ფიქრით ვარსებობ, ვსუნთქავ,

თავს მევლებიან სევდის პეპლები, 

ნეტავ, იცოდე შენ, ჩემო სულდგმავ,

როგორ მსურხარ და მეიმედები.

გულანთებული ვკოცნი შენს სურათს,

გარეთ მაისის ლაღი დარია,

ერთი სული მაქვს, ნიავქარს ვუთხრა,

რომ მიყვარხარ და ეს მიხარია.

თვალდახუჭული ოცნებებს მივდევ,

ვგრძნობ ნაზ შეხებას თლილი თითების,

მივეკედლები მე შენზე ფიქრებს

და ნეტარებით გავირინდები.

და თუ განგება მიმუხთლებს ისევ

და მიმატოვებს ასე ნაისრალს,

ნეტარ ნუგეშად დამრჩება წამი

ჯერ არშემდგარი პაემანისა. 

მე შენზე ფიქრით ვარსებობ, ვსუნთქავ,

თავს მევლებიან სევდის პეპლები, 

ნეტავ, იცოდე შენ, ჩემო სულდგმავ,

როგორ მსურხარ და მეიმედები.


წუთისოფელი, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 წუთისოფელი


წუთისოფელი, როგორც აფთარი,

ნაიარევებს მიტოვებს ულევს,

მე კი ჯიუტად, ზაფხულ-ზამთარი,

მურა ძაღლივით ვილოკავ წყლულებს.

მადლობა უფალს, არსება ჩემი,

კვლავ გეტრფის, როგორც იდუმალ მუზას...

ვით ხეტიალით დაღლილი გემი, 

მოვალ და შენთან ჩავუშვებ ღუზას!

ელგუჯა ციგროშვილი

16.09.2014წ.


ბეთანიაში მინდა ჯვარი რომ დავიწერო (სატრფიალო)

 დღეს მე გვირგვინი გვირილების უნდა დავიწნა, 

თავზე დავიდგა და ვით მეფეს ისე გეახლო,

არვინ გაიგოს, სულ უჩუმრად გითხრა რაც მინდა

და ეს მარჯვენა მოწიწებით მკერდზე შეგახო.

ბეთანიაში მინდა ჯვარი რომ დავიწეროთ,

მიგვაცილებდეს იქით გზაზე ირმების ჯოგი,

დაბრუნებისას გვიგალობდეს შაშვების გუნდი,

ჯვარდაწერილებს თავზე გვედგეს მნათობთა ხომლი.




ჰე, პლანეტებო (სატრფიალო),კომენტარ- ექსპრომტის ავტორი ცაგო აბაშმაძე

ჰე, პლანეტებო, მომაშველეთ თქვენი ძალები,
ავტეხო უნდა ქარიშხალი ზღვებზე სასტიკი,
დაიმსხვრეს ყველა ნავი, ყველა ხომალდი,
მეც შევიშალე, თუ გამიწყრა არსთაგამრიგე.
თუ არ გიყვარვარ, თუნდ დაძრულან ბებერი მთები,
თუნდ ამომშრალა ყველა წყარო, ყველა მდინარე,
თუ არ გიყვარვარ, უდაბნოდაც ქცეულა მიწა,
ვერავინ მნახავს მე მხიარულს, პირმოცინარეს.

კომენტარის ავტ. ცაგო აბაშმაძე

თუ არ გიყვარვარ! ვერ ვიგუებ ყოფნას მიწაზე,
ვერ ვიარსებებ უჰაეროდ,დამნაცრავს ელვა..
თუ არ გიყვარვარ!თუ შენს გულში არა მაქვს ბინა
ქარი წამიღებს...
ტალღებს მიმცემს
დარდი და ელდა..
თუ არ გიყვარვარ,თუ არ მდარდობ,თუ არ განიცდი,
ჩვენს განშორებას თუ მიიჩნევ შვებად გულისად,
,,იცოდე,როცა სხვასთან წავალ,სხვას შევიყვარებ,"
სწორედ რომ მაშინ შეგეყრები სულის ტკივილად....
ესეც ასე ...ექსპრომტად



Tuesday, August 24, 2021

ავტ. ირმა კვაშილავა

 მთვარე ხელში ავიტაცე

და სურვილი ჩავუთქვი, ამისრულოს, როგორც მინდა,
რა სურვილიც გავუშვი, დაიფაროს დედამიწა,
ყველა გზა აბნეული, ვის სულშიაც ისევ ბნელა, გულზე ადევს ბორკილი,
უიმედოდ დარჩენილებს,
განსაცდელში მყოფებს გაუნათოს გზა სანამდე, მზეც ეწვვა გორებს.

ერთსტროფიანი (სატრფიალო)

 დაეცა რომი, პრაღა, პარიზი, 

შენი გული კი რით ვერ დაეცა,

მე ჩემი გულის კესანებს გიძღვნი,

კვლავ გელოდები სახლის კარებთან.

ნეტავ, იცოდე! (სატრფიალო, ბაიათისთვის, სასიმღერო)

 მე შენზე ფიქრით ვარსებობ, ვსუნთქავ,

თავს მევლებიან სევდის პეპლები, 

ნეტავ, იცოდე შენ, ჩემო სულდგმავ,

როგორ მსურხარ და მეიმედები.

როს ქარაშოტი გადივლის ქუჩას,

ააფრიალებს ფერად ხალიჩას,

მე შენს სარკმელთან დავდგები ურჩად,

თარს ავაკვნესებ მარად დარდიანს.

თავს დამადგება აშუღის ჩრდილი,

გაიზიარებს ჩემს გულის ნადებს,

და სიყვარულის უკვდავი ჰიმნი

აუწყლიანებს ტირიფებს თვალებს.


 ჩემი შენთან შეხვედრის 

დრო რით ვეღარ დამდგარა,

შენს თვალთაგან წყალი  ვსვა 

ლურჯი, ზღვისებრ კამკამა,

ამიტაცებს ოცნება, 

გამაქროლებს ზეცაში,             

შენი ნაზი სახება

თვალწინ მიდგას ფერადი.

სადაც არ უნდა ვიყო,

ფიქრი მე არ მელევა,

ზღვაზე ვარ თუ ხმელეთზე,

მხოლოდ შენ ერთს გევლება.

ამ ცხოვრების ფერიავ,

მხოლოდ შენ ერთს შეგხარი,

თუ კი შეგიყვარდები,

ცაზე მთვარეს შეგადრი.






გინდივარ თუ არ გინდივარ! (სატრფიალო)

 გინდივარ, თუ არ გინდივარ, 

მე ვერაფერი გავიგე,

გიყვარვარ თუ არ გიყვარვარ, 

თითქოს ვარკვევდე ამინდებს,

დღეს ვფიქრობ, შენთვის მზეი ვარ,

ხვალ-წვიმაა და არ ვდარობ,

გიყვარვარ თუ არ გიყვარვარ,

ნეტავ, როდისღა გამანდობ?!


შენთან შეხვედრა ძალიან მსურდა (სატრფიალო)

 შენთან შეხვედრა ძალიან მსურდა,

მაგრამ ვერა და ვეღარ ვეღირსე,

დღეს გამოვითხოვ მაღლიდან ცის ნამს, -

გასამხნევებლად სასმისს შევივსებ,

რომ ჩემს თვალებში მოჩანდეს ზეცა,

თმებისთვის ვითხოვ მთვარის თავსაკრავს,

დე, სიქათქათეს ნაზი სხეულის

აელვარებდეს სხივი სადაფთა.

და შენს წინაშე წარვსდგე ეული,

ღამე ჩამიდგეს ტრფობის თავდებად,

შენი ამბორი ასე გრძნეული,

როგორ მწყურია და მენატრება.

.



Monday, August 23, 2021

გამონათქვამები

 უკვე ვგრძნობ, 

ჯოჯოხეთის კარში 

გაჭედილს, 

ანგელოზები სამოთხეში 

გადამიყვანენ.

და როცა ყველა ელოდა ზაფხულს, ცხელი გრძნობების განავარდებას,
მოულოდნელად თოვლი მოვიდა და ის გრძნობებიც ყინვამ გათელა (დათრთვილა).






ყვირილი მინდა, ეძღვნება ვაჟა შაქარაშვილს

ყვირილი მინდა და ამ ყვირილში 

დაიბზარება ბებერი მთები,

დამეძგერება ტალღა ყვირილის,

დამაფრინდება სიკვდილი ცელით,

ჰეი, ყორნებო, რას დამჩხავიხართ,

ჩემი გწადიათ ხორცი და ძვლები?

მაგრამ მაცალეთ კიდევ ცოტა ხანს,

იქნებ ოცნების გავშალო ფრთები.

მაია დიაკონიძე

23.08.2021 წელი




ვაჟა შაქარაშვილის კომენტარები ჩემთვის

 საოცარი ქალბატონო , რომელიც ძალიან მიყვარს და მეამაყება მასთან მეგობრობა თუნდაც, ვირტუალური 

❤️❤️
 გაიხარეთ, ბატონო ვაჟა, მეც ძალიან მიყვარხართ და მეამაყებით💖💖💖

ბედნიერია ერი ქვეყანა სადაც თქვენებრი , ქალთამზე საუფლოს უმშვენიერესი ასულები იბადებიან
 ❤️❤️                         მადლობა დიდი ასეთი თბილი სიტყვებისთვის, ბავშვობიდან მიყვარს სახელები იამზე, მზექალა, ქალთამზე, რა სილამაზეა, ტყუილად აღარ არქმევენ ქართველები ამ სახელებს გოგონებს, გაიხარეთ, ძვირფასო ადამიანო 
❤

კომენტარი მაიას, ლექსზე "კოცნა", ავტ, ელგუჯა ცოგროშვილი

 ლექსის ,, კოცნა "

კომენტარად მაიას .
1 . პროგრესი ნახტომებს აკეთებს ,
დღეს ჩვენ მეტი
ვიცით ძველებზე ...
ბებიას თაობას ,
ბიჭები , ~
მორცხვად ემთხვეოდნენ ხელებზე .
2 . დროა , ამოსწურო
ლიმიტი ,
ბებიას რეცეპტის ქებაზე ...
კოცნის დროს თვალები დახუჭე ,
ტუჩები მიუშვი
ნებაზე .
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
22 . 08 . 2021 წელი .

ვერასდროს ვეღარ ვიტყვი (სატრფიალო)

 დღეს უნდა გვქონდეს ღამე ნამდვილ ფეიერვერკების,

ვისხდებით პლიაჟზე, განათდება ცისფრად გარემო,

ჩამოეშვება ვარსკვლავები ჩვენ სიახლოვეს,

იქ სადღაც შორს კი ჰანგები ჟღერს ფერად სანრემოს.

არ ვიცი კოცნა, იქნებ მინდა კოცნა მასწავლო,

შეგხედავ თვალში და ტუჩს ტუჩზე ნაზად მოგადებ,

შენ კი შემიკრავ კოცნით სუნთქვას, ისე მიმზიდავ,

ალბათ, ვერასდროს ვეღარ გეტყვი უარს კოცნაზე.


არ გამიმეტო (სატრფიალო)

 ოჰ, როგორ მინდა, რომ იწვოდე ჩემი ტრფიალით,

ამურმა ჩემი სიყვარულის ისრით განგგმიროს,

რომ გაიჟღინთო სიტკბოების ნაზი ნექტარით,

როგორც ფუტკარმა ჩემს ფურცლებზე დაიყვავილო.

და გავხდე შენთვის ერთადერთი და შეუცვლელი,

გადამიარო ყოველ დილას ფიქრის მიმინოდ,

და ქვეყნად არვის არ დაუთმო შენ ჩემი თავი,

არ გამიმეტო, არ  დამტოვო მე უღიმილოდ.


Sunday, August 22, 2021

ოჰ, რამდენს ვივლი, მოვაღწიო იქნებ შენამდე,

შენს საბუდართან მოვფრინდე და შემოგჭიკჭიკო,

დამიზამთრდება, არ იქნება მერე ფრენანი,

და ამიტომაც ამ ზაფხულში მინდა გიხილო,

შენ მომანათებ ცისფერ თვალებს, და ასე მეტყვი,

გელოდებოდი ულამაზესს ამდენი წელი, 

და აჰა, დადგა დრო და ჟამი ჩვენი შეხვედროის,

ვერ შემაშინებს,თვით ცერბერიც, სიკეთისმსვრელი.

ჩაგიხუტებ და აგიყვან გადაღლილს ხელში,

უკვდავების წყალს მოგაწოდებ წვეთობით, შესვი,

აღარ მოვუშვებ შენთან არც ქარს, თვით სუსტ სიოსაც,

შენი თავი ხომ მოსავლელად ღმერთმა მიბოძა.

              --------------------------------------------------

ოჰ, როგორ მინდა, რომ იწვოდე ჩემი ტრფიალით,

ამურმა ჩემი სიყვარულის ისრით განგგმიროს,

რომ გაიჟღინთო სიტკბოების ნაზი ნექტარით,

როგორც ფუტკარმა ჩემს ფურცლებზე დაიყვავილო.

და გავხდე შენთვის ერთადერთი და შეუცვლელი,

გადამიარო ყოველ დილას ფიქრის მიმინოდ,

და ქვეყნად არვის არ დაუთმო შენ ჩემი თავი,

არ გამიმეტო, არ  დამტოვო მე უღიმილოდ.














შეხვედრა მონმარტზე (პაემნების სერიიდან)

შეხვედრა მონმარტზე
(პაემნების სერიიდან)
დღეს მინდა შევხვდეთ ჩვენ ერთმანეთს
სადმე მონმარტზე,
ხელებს ჩავკიდებთ ერთმანეთს და
ჩავხედავთ თვალში,
თვალი დაგვრჩება რომელიმე
უცხო კაფეზე,
შევისეირნებთ და მივირთმევთ
ყავას და ჩაის.
ქუჩის ბოლოში ბაღში შევალთ,
იქ ჩამოვსხდებით,
ცაცხვის სურნელი დაგვათრობს და
წითელი ვარდის,
მერე კი სახლში დავბრუნდებით
ისე მწყურვალნი,
რომ ვნების სასმისს აღტაცებით
ბოლომდე დავცლით.
მაია დიაკონიძე
22.08.2021 წელი

კოცნა (სატრფიალო) კომენტარის ავტორი: ელგუჯა ციგროშვილი

ახალგაზრდობაში დავწერე ეს ლექსი "კოცნა"
შენ მკოცნი, რატომღაც
მე თვალებს გარიდებ,
სახეზე ალმური მედება,
გადავხსნი ბებიას მზითევს
და ზანდუკებს,
იქნება რეცეპტიც ეწერა
კოცნის და მერე მეც
იქნება მოგხიბლო,
ლამაზად გაკოცო ეგება,
შენ მკოცნი, რატომღაც
მე თვალებს გარიდებ,
სახეზე ალმური მედება.
მაია დიაკონიძე

ლექსის ,, კოცნა "
კომენტარად მაიას .
1 . პროგრესი ნახტომებს აკეთებს ,
დღეს ჩვენ მეტი
ვიცით ძველებზე ...
ბებიას თაობას ,
ბიჭები , ~
მორცხვად ემთხვეოდნენ ხელებზე .
2 . დროა , ამოსწურო
ლიმიტი ,
ბებიას რეცეფტის ქებაზე ...
კოცნის დროს თვალები დახუჭე ,
ტუჩები მიუშვი
ნებაზე .
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
22 . 08 . 2021 წელი .

სხვისთვი არ გასამეტარი! ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 სხვისთვი არ გასამეტარი !

( ფშაურ კილოზე .)
1 . ისევ შენზე ფიქრ
მეწვია ,
შენებრ ტურფა და ნეტარი ,
ეტყობა ცელქმა ა მ უ რ მ ა ,
მეც დამკრა ტ რ ფ ო ბ ი ს
ნ ე ს ტ ა რ ი .
2 . კი იცი , ისე მიზიდავ ,
ვით ფ უ ტ კ ა რ ს
ყვაილთ ნ ე ქ ტ ა რ ი ...
ჩ ე მ თ ვ ი ყველაზე
კ ა რ გ ი ხარ , ~
ს ხ ვ ი ს თ ვ ი
ა რ გ ა ს ა მ ე ტ ა რ ი !
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .

Saturday, August 21, 2021

ვინ, ვინ გაგიბედა? ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 ვინ, ვინ გაგიბედა?

1. თითქოს ჩამომგლიჯეს
გულზე ხატი,
მთებმა გააზარა
გმინვის ეხო...
მეგონა, წაბორძიკდა
თვით ატლანტი,
ცის თაღი
მიწაზე ჩამოემხო.
2. ტრფობას გულში
ჩუმად ვაყვავებდი,
ვინ, ვინ გაგიბედა
ხელის თხოვა...
ელდამ გადამიხსნა
თითქოს მკერდი
და ზედ ყვავილებზე
დამათოვა.
3. ნეტავი თქმა
მაინც გამებედა,
სულ ნატვრის
ფერიას გადარებდი,
შენ ხომ... თუნდაც
ერთხელ შეგეხედა,~
თავად ამურსაც კი
გადარევდი.
4. იყავ მშვენიერი
და წარმტაცი,
მიტომაც თავი
ვერ გაგიტოლე...
ბედოოო... რატომ ხელი
არა გტაცე,
როცა ასე ახლოს
ჩამიქროლე?
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ. თესალონიკი. 25.03.2015 წელი.

შენ, ჩემო დონა! (თაყვანისმცემლისგან) ავტ. უვნობი

 შენ, ჩემო დონა, ქალთა შორის გამორჩეულო,

შენ გახდი ჩემი სიზმრების და ღამის რჩეული,

შენი იდალგო, შენი დონი შენ გეფერება,

ჩემს მკლავებში ხარ ვნების ალით გამომწყვდეული.

შენ, ჩემო დონა, შენს სურვილში როგორ ვიწვები,

ვიფერფლები და სფინქსივით კვლავაც აღვდგები,

ამ სამყაროში მხოლოდ შენთვის, შენთვის ვარსებობ,

არ დამამადლო, ჩემო დონა, სიზმრად ალერსი!




შენ, ჩემი გრძნობის ყვავილო! (სატრფიალო)

 ოჰ, რა ლამაზად იღიმი, შენ ჩემი გძნობის ყვავილო, 

მინდა მუდამჟამს მიყვარდე, ფიქრები გაგინაწილო,

ლურჯ ზეცას ერთად ვეწვიოთ, ტრფობის ავწიოთ ალამი,

ტოლფასი სიყვარულისა არც იყო, ახლაც არ არის.

ჩვენც შევერევით ლურჯ ღრუბლებს, ადრე თუ გვიან, ოდესღაც,

სტროფები სიყვარულისა მაინც კი ემახსოვრებათ,

შენ ჩემი გრძნობის ყვავილო, ოჰ, რა ლამაზად იღიმი,

არ გაგცვეთოდეს არასდროს სახიდან შენი ღიმილი.


ოჰ, რა მორცხვი ხარ! (სატრფიალო, ერთსტროფიანი)

 ოხ, რა მორცხვი ხარ, საყვარელო, როგორი სათნო,

ალბათ, რამდენი გულისტკენა შეგემთხვა ქვეყნად,

მაგრამ შენ მაინც გულმართალი გზებით იარე,

და უცილობლად ჯილდოს მოგცემს ამქვეყნად ზენა.



დღეს მინდა, მიწვევა პაემანზე (სატრფიალო)

 დღეს მინდა მთვარეს, ვარსკვლავებს და ღამეს ვეწვიოთ,

შატილში ველზე გადავფინოთ შავი ნაბადი,

შიგ ჩავწვეთ, ჩავთბეთ და  მივადოთ მკერდი ერთმანეთს,

არ მეშინია მე შენს გვერდზე ქვეყნად არაფრის.

მე შენი ნაზი ყვავილი ვარ, ტრფობა მწყურია,

მინდა,  ჩაგადნე, ძალა ვიგრძნო შენი მკლავების,

და სიყვარულო, ნუ გრცხვენია ჩემი სრულიად,

მომნდომებია ვნებიანი შენი ალერსი.,





Friday, August 20, 2021

შევიყნოსავდი (ერთსტროფიანი, სატრფიალო)

შევიყნოსავდი მე შენს სურნელს ბალახის, ვაზის 

და კორიანტელს დაგაყრიდი ლურჯი ყვავილის,

შენი თვალების ცისფერ შუქში დავიძინებდი,

დაგადნებოდი ბრგე გულ-მკერდზე დილის ნამივით..



ფხოველის პაემანი (დამატებული ვარიანტი), ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 ფხოველის პაემანი !

1 . მ უ ხ ი ს ძირას ,
ბნელში მელი ,
სატრფიალოს უკრავს
ქარი ...
გამოვიბი მუხლი
მგელის , ~
პ ა ე მ ა ნ ზ ე მოვიჩქარი !
2 . საკინძეზე დავწყვეტ
ღ ი ლ ე ბ ს ,
შემოგაძრობ ყვავილთ
კ ა ბ ა ს ,
დავაფეთებთ ღამის
ჩრდილებს ,
მოგახურებ ვნების
ს ა ბ ა ნ ს .
3 . ბ ნ ე ლ შ ი გკოცნი
გამორჩეულს ,
მუდამ უფრთხის
ტრფობა ნათელს ...
მუხის ტ ა ნ ზ ე , შენს
თეთრ ს ხ ე უ ლ ს ,
ზედ მივაკრავ , როგორც
ს ა ნ თ ე ლ ს !
4 . დაგიკოცნი მაცდურ
კერტებს ,
მამრის მძაფრი
გახელებით ,
მთელ საკაცეთს
გავიმეტებ ,
რომ შეგეხოს ს ხ ვ ა , ~
ხ ე ლ ე ბ ი თ !
5 . ან კი ვინ ს ხ ვ ა ?
ტ რ ფ ო ბ ა ს ნაბამს ,
არ მოვაკლებთ ვ ნ ე ბ ი ს
კ მ ე ვ ა ს ...
შ ე ნ აღმიქვამ , ~ როგორც
ა დ ა მ ს ,
მ ე აღგიქვამ , ~ როგორც
ე ვ ა ს !
6 . P. S. მ უ ხ ი ს ძირას ,
ბნელში მელი ,
სატრფიალოს უკრავს
ქარი ...
შ ე ნ ~ ასეთი
ს ა ნ ა ტ რ ე ლ ი ,
მ ე კი ~ უ ფ ლ ი ს
ს ა ჩ უ ქ ა რ ი !
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი .
1 . 08 . 2021 წელი .