Saturday, September 2, 2023

შენი ღიმილი

 შენი ღიმილი ის ყვითელი ბერგამოტია,

არომატით და ნაზი ფერით სულ რომ მიზიდავს,

და ზღვის ფსკერიდან ოქროს თევზად რომ ამოდიან,

ჩემთა სურვილთა ასრულების აქვთ მათ მისია.

- ინატრე რამე, - მეუბნება თევზი მისანი,

რომ ამისრულოს ერთი ნატვრა, აქვს ეს მიზანი, 

მე კი ვინატრე, ყავა, მხოლოდ ორი ფინჯანი,

ერთად ვსხედვართ და ჩემი ნატვრაც სწორედ ის არი..





No comments:

Post a Comment