მოვიშორე ჩემგან ყველა ავი სული
ავერიდე გზაში ეკალსა და ძეძვსაც,
შენ იყავი ჩემი სიტკბოება სულის,
შენი სითბო ტანზე, ვით სამოსი მეცვა.
ალისფერი დილა დამდგარიყო იმ დღეს,
მომეგებე, როგორც წითელ ვარდს და შროშანს,
ჩვენი ნაზი ღამე დადგებოდა ვიდრე,
მივხვდი, ჩვენი გრძნობა უკვდავებად მოჩანს..
სიყვარული ქვეყნად, ვიცი, ნამდვილია,
თუ კი მისი ძალის უსათუოდ გჯერა,
და ცხოვრებაც მაშინ უფრო ადვილია,
უწრფელესი სულით თუ ბავშვი ხარ ჯერაც.
No comments:
Post a Comment