შენა ხარ ჩემი ანი და ჰოე,
და ასვეტილი მზისკენ ტაძარი,
ეს არის უცებ, რაც მომაგონე,
რაც ჩემი გულის ძირში დაძარი.
არ მითენდება უშენოდ არც დღე,
უშენოს მწყალობს მელანქოლია,
და ის ფიქრები, შენ ერთს რომ განდე,
ამ მაჯისცემის მეგაფონია.
No comments:
Post a Comment