Sunday, September 10, 2023

 ვისწავლოთ ყოველდღიური წვრილმანებით ტკბობა, თორემ არავინ იცის, ხვალ რა მოხდება.


რატომ მაშინებ, შენ სამყაროვ, რას მერჩი ნეტავ,

სულს მიმწარებ და სევდა-დარდის მიმატებ ფიქრებს,

ჩემი ლოცვები ამართულა ზეცისკენ სვეტად,

შენ კი რამლით და ბანქოს კარტით, გონებას მირევ.

აგორებ ,,დუ შაშს", გინდა ერთხელ როგორმე შევცდე,

ხელში ავიღო ქაღალდი და გავწირო ყველა,

მაგრამ, სამყაროვ, ამ ერთხელაც როგორმე მენდე,

და ნუ წაართმევ ამ პატარებს მიწიერ დედას.



No comments:

Post a Comment