ერთხელ ქარმა ჩანთიანად მატრიალა,
მოვდიოდი, მახსოვს, მაშინ სკოლიდან,
უცებ ჩემ წინ დიდმა პაპამ ჩაიარა,
არ ვიცნობდი, თვითონ მიცნო შორიდან.
მოვიდა და ფეხზე უმალ დამაყენა,
ხელი მომცა, ქარს კი უთხრა: ,,ნახვამდის",
მერე სახლში წამიყვანა ჩანთიანად,
მისი სახე თვალწინ მიდგას აქამდის.
მერე გაქრა, თითქოს არც კი იყო ვინმე,
რომ დამიხსნა იმ გიჟმაჟი ქარისგან,
მახსოვს, ქარმა ჩანთიანად მატრიალა,
,,ისწავლეო", სიტყვა დამრჩა პაპისგან
No comments:
Post a Comment