ნატვრის თვალი ხარ და არ ვიცი, მაღალმა ღმერთმა,
როგორ და რისთვის შემახვედრა მე შენი თავი,
ჩემი დაპყრობა მოახერხე მხოლოდ შენ ერთმა,
მხოლოდ შენ ერთმა გამადევნე ოცნების თვალი.
მხოლოდ შენ ერთმა მომამადლე იმედის სითბო,
გაიზიარე ჩემი სიტკბო, ჩაშაქრდი ვაზში,
შენი გულია, გაყინულ გულს მარად რომ მითბობს,
სამშობლოვ ჩემო, გადღეგრძელებ ბადაგით ასგზის!
No comments:
Post a Comment