ბუნების ზეიმი
ბინდისას ჭრიჭინას ვუთხარი სალამი,
ფანჯრის წინ რომ მეჯდა ბალახის ხემით,
იქვე შრიალებდნენ ფოთლები გარგარის,
დავესწარ ბუნების საოცარ ზეიმს.
ბაყაყებს ღელეში მოეწყოთ კონცერტი,
დაფდაფებს შემოჰკრეს, მღეროდა ქორო,
წეროებს მოჰქონდათ ყვითელი კონვერტი,
,,შენ თვალწინ გავხსნიო", ბუმ მითხრა, ,,მხოლოდ".
სალამი მივიღე მზისგან და მთვარისგან,
მისურვეს მრავალი ლამაზი წელი,
მომწერეს, სანამდე ლექსს ვისმენ ქარისას,
ხშირად დავესწრები ბუნების ზეიმს.
10.09.2023 წელი
No comments:
Post a Comment