აღფრთოვანების ჩაქრა ნოტები
ჭახჭახი გააქვთ ხეებზე ჩიტებს,
შენ რომ მიძღვენი ღამის სონეტი,
აგერ ფეხებთან მკვდარივით მიწევს.
სულს აპურებენ წარსულის დღენი,
როცა მჩუქნიდი კამკამა სიტყვებს,
ვით მარგარიტას ჯუზეპე ვერდის, –
მწუხარე ჰანგებს ცხელ გულზე მისევ!
ყურებზე მჭიდროდ ვიფარებ ხელებს,
რომ გავირინდო, ისე ვით მიწა,
დე, დავემსგავსო წარსულის ძეგლებს,
არ მიყვარხარო, არ მინდა მითხრა.
No comments:
Post a Comment