თუ არ ვითვლიდი ადრე დღეებს კალენდარულებს
და ვით ხმელ ფოთლებს უგზოუკვლოდ ვასაფლავებდი,
დღეს ყველა დილა ჩვილ ბავშვივით თვალს აფახულებს
სიცოცხლეს ვლოცავ ტკივილიან გაასმაგებით.
თითქოს რეკავენ დედო ზარნი, თენდება დილა,
და ყოველი დღე მოგილოცო, მინდა, მამულო,
შემს ნაკადულში ვიცურავო ბავშვივით მინდა,
ეს აღმაფრებნა არასოდეს არ დაასრულო.
No comments:
Post a Comment