Thursday, September 21, 2023

თვითონ პოეზია ხარ!

თვითონ პოეზია ხართ!
მთებო, ნისლებდაფარულნო,
ცას რომ იყოფთ ზიარად,
წყაროებო, ნაკადულნო,
თვითონ პოეზია ხართ!
ქვევრში ღვინოვ ჩაწურულო,
ავსებულო ფიალავ,
მზეო, ცაზე ალანძულო,
თვითონ პოეზია ხარ!
სულისთქმავ და მაჯისცემავ,
ფეხქვეშ გვიგებ ფიანდაზს,
ვაზის ცრემლად ატირებავ,
თვითონ პოეზია ხარ!
უკვდავების წყალს რომ გვასმევ,
გვჩუქნი მწვანე იალაღს,
როგორ არ მიყვარდე ასე,
თვითონ პოეზია ხარ!
21.08.2023 წელი
















No comments:

Post a Comment