ესეც
პოეზიაა!
გარეთ
ქარი რომ თამაშობს,
ბავშვებს
ჩაეზიარა,
ატრიალებს
ბურთს და ანცობს,
ესეც
პოეზიაა.
ფურისულა
გაშლის ფურცლებს,
ზედ
პეპელამ იარა,
სკაში
დათვი თათებს ურევს,
ესეც
პოეზიაა.
ვეღარ
იტევს ყვავილს ველი,
წინ
გაგვიშლის ფიანდაზს,
ყანას
მკიან პაპას ცელით,
ესეც
პოეზიაა.
ვაჟი
ქალს აპურებს რწმენით,
ცხვარი
მისდევს იალაღს,
რასაც
ვერ გამოთქვამ ენით,
ესეც
პოეზიაა.
10.09.2023
წელი
No comments:
Post a Comment