Thursday, September 14, 2023

რას მიშველის

 რას მიშველის ახლა სიბრძნე, ,,ქილილა და დამანა",

უწვრთნელობამ, არრას ცოდნამ ხელმყო, დამასამარა,

ცხოვრებაში მერცხლივით გინდა შეკრა კამარა?!

ნუ დარჩები მაშინ ქვეყნად ცრუთა ფიცის ამარა.

ისწავლეთო, სიბერემდე, წინაპრებმა გვირჩიეს,

მე კი უცოდინარობა ნებით ამოვირჩიე.

თუ არ გინდა ცხოვრებაში დაიმტვრიო გვერდები,

უსინდისოს, მატყუარას ზავით ნუ შეეკვრები.




No comments:

Post a Comment