Monday, September 25, 2023

წუხს დედამიწა! მეორე ვარიანტი

 წუხს დედამიწა!

აივსო არე ღმერთკაცებით
და ღმერთქალებით,
შუალედური თუ არსებობს
ნეტავ სამანი?!
წუხს დედამიწა სიყვარულის
გაფერმკრთალებით,
დახშულ გულებში არ ყვავილობს
იასამანი.
გადავსებულა გზა ველური
ყაყაჩოებით,
არაგველების ბობოქარმა
სისხლმა იალა,
გაღმერთკაცებულ მოკვდავთაგან
სხვას რას მოველით,
თუ არ ქვეყნისთვის მიწოდებულ
დაცლილ ფიალას!
მაია დიაკონიძე
25.09.2023 წელი

No comments:

Post a Comment