დღევანდელ ისტორიას მოგიყვებით: ავტობუსში, როგორც ყოველთვის, დატვირთული ავედი, ამოვიდა მამაკაცი, ასე 50 წლის იქნებოდა, მერე ქალი, ისიც სამოც წლამდე, ნაცნობები აღმოჩნდნენ, მამაკაცმა ქალბატონს მყუდრო დასადგომი ადგილი მოუძებნა, ცოტა ხანში, გავიხედე, თვალი ჰკიდა მჯდომარე ახალგაზრდა კაცს, ხელში ხინკლებით სავსე ქვაბი ეჭირა, სავარაუდოდ,უცხოელი იყო, მოსთხოვა, ადექით, ამ ქალს დაუთმეთ ადგილიო. ეს კაციც მორჩილად ადგა და ამ ქვაბით ხელში იდგა, კიდევ კარგი, იქვე მჯდომმა ქალბატონმა გამოართვა ხელში და თვითონ დაიდგა მუხლებზე. არ ვიცი თქვენ და მე ისე აღვშფოთდი... ის ქალი კეკლუცად დაჯდა იმ ადგილზე, ამ ბიჭს ქვაბიც არ ჩამოართვა. ზოგი ადამიანის საქციელი მაღიზიანებს და იმ ,,ზრდილობიანს"სხვის ხარჯზე, შენიშვნაც მივეცი, გაწითლდა, ხმა არ ამოუღია.
ახლა გოგონამ ამოიკვნესა, დედას პასუხს სთხოვდა, გრძელი ცხვირი რატომ მაქვს, შენიანებისგან გამომყვა და ოპერაცია გამიკეთეთ, თორემ თავს მოვიკლავო.
მინდა, ახალგაზრდებს ვუთხრა, რომ გარეგნობას არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს ცხოვრებაში, ბევრი ლამაზი ქალი მინახავს უბედური, ძალიან ბევრი, არც მეუღლეს რომ არ უყვარს და არც ვინმეს ყვარებია თავგანწირულად და უბედურები წასულან ამ ქვეყნიდან. ზოგნი კი, ნაკლები შესახედაობის, დიდი თაყვანცემის ღირსი გამხდარან, ოჯახშიც დიდი დაფასება აქვთ და საზოგადოებაშიც. ენდეთ ჩემს სიტყვებს!
No comments:
Post a Comment