Friday, January 20, 2023

ვწერდი, ვეღარ დავწერე...

 ვწერდი, ვეღარ დავწერე, რისი თქმაც მე მინდოდა,

ყველა სიტყვა არ ითქმის და არც დასაწერია,

სისხლი როცა დიოდა, ვით მჩქეფარე მდინარე,

სწორედ მაშინ მარაგი სიტყვების დამელია.

და გრძნობებით გავყევი უსიცოცხლო ბილიკებს,

ზღვად ვაქციე მდინარე, წყარო ნაკადულებად,

და თუ ვინმე დამცინებს ანდა გამაქილიკებს,

მაშინვე შეიცნობა არაკაცის ბუნება.

ცრემლებში ვერ ჩავტიე, რასაც ვფიქრობ-ვაზრობდი,

ზღვა ვაქციე მელნად და ლერწმის ტანი კალამად,

მაგრამ ვხედავ სოფელი ისევ ყრუ და ბნელია,

ჩემმა ცხოვრების გზამაც ვეღარ აიაღმართა.

ვეღარ მივწვდი ცის კიდეს, ვერ ავზიდე ღრუბლები,

ვეღარ გავითავისე ხარება და პასექი,

მაგრამ უფალს მადლობას მორჩილად ვეუბნები, –

არ ვიყავი სხვაგვარი და ვიყავი ასეთი.




No comments:

Post a Comment