Tuesday, January 3, 2023

ბატონ ელგუჯა ციგროშვილის პოეზიის საღამოსადმი მიძღვნილი ლექსი, ავტ. ეკა ჯავახიშვილი

 

ბატონ ელგუჯა ციგროშვილის

პოეზიის საღამოსადმი მიძღვნილი ლექსი

 

რაც არ უნდა ცხოვრებამ

ხალხი არივ-ალინთოს,

მუდამ ჩნდება ათასში

ერთი სამაგალითო.

 

ჩრდილიდან არ გამოდის,

უფრთხის ადგილს მზიანებს,

ცოდნას უანგაროდ და

გულით გაგიზიარებს.

 

დადის ქართულ ანბანით

და ფიქრობს იმ ლხენაზე,

სიტყვა ააჭიკჭიკოს

პატარების ენაზე.

 

შენ რომ გვყავხარ, მადლობა

ღმერთს, ლაშარს და იახსარს,

ულექსოდაც იმდენს ქმნი,

მთელი პოეზია ხარ!

 

ეკა ჯავახიშვილი

3.11.2018 წელი

No comments:

Post a Comment