ცარგვალო, ზეცით დამყურებ,
არც ახამხამებ თვალებსა,
გულს მტკენს ხანდახან სიჩუმე,
ვიხსენებ ძველთ საძვალესა.
წინაპართ სიმამაცესა,
მათ ვაჟკაცობას, გმირობას,
იმათ ფეხნადგამს, გავლილსა,
ყველგან მირონი სდიოდა.
რად გაგვიმრავლდა ბოროტი,
თითო კაც გაგვიდიდკაცდა,
კეთილი დარჩა იოტი,
ისინიც მისცეს მიწასა.
No comments:
Post a Comment