როგორც სამყაროს საბან-სამოსი,
სხეულზე ისე გადაგიხურე,
ჩემი ყოფილხარ შენ ავგაროზი,
და არ გეგონოს, ახლა ვიხუმრე.
სულში სიავე დაფანტა ქარმა,
და სიკეთისკენ გახსნა აფრები,
წუთისოფელის ამ ერთმა მგზავრმა,
შენთვის გავაღე გულის კარები.
No comments:
Post a Comment