Sunday, January 29, 2023

შენა ხარ ჩემი წრეწირი, ქორდაც (სატრფიალო),კომენტარ -ექსპრომტი, ავტ, როდამ თევდორაშვილი

 ძვირფასო მეგობრებო, ეს ლექსი გეომეტრიული ელემენტებით ,,21-ე საუკუნის პოეზია" ჯგუფში მქონდა დადებული და ჩვენმა ერთ-ერთმა საუკეთესო პოეტმა – როდამ თევდორაშვილიმა ექსპრომტიც მოაყოლა, ძალიან მომეწონა. გთავაზობთ ლექსს ექსპრომტიანად:

შენა ხარ!
შენა ხარ ჩემი წრეწირიც, ქორდაც
და გადაკვეთის ყველა წერტილი,
როცა მზე მიწას იებით მორთავს,
თავს დამატყდები ვით ქარტეხილი.
ააბრიალებ ჩემს გულში კოცონს,
და როგორც შეშას, ვნებებში დამწვავ,
თვითონ არ იცი, თუ როგორ მომწონს,
როცა შორიდან მისინჯავ მაჯას.
მაია დიაკონიძე
23.01,2023წელი
–––––––––––––
ექსპრომტი!
ადამის ძის საოცრებას
ალბათ, არ აქვს სიგრძე, განი,
გრძნობა რომ გარებუსდება,
ვინ თქვა მისი ანი, ბანი...
ჟამს შუადღის გადასვლისას
სიყვარული როს ეღირსა,
როს "იგია" რადიუსიც,
ქორდაცა და ბისექტრისაც!
როდამ თევდორაშვილი
შეიძლება იყოს 1 ადამიანი and შენობაში გამოსახულება
All reactions:
Nana Charkviani, Sofio Chelidze და 50 სხვა პიროვნება

No comments:

Post a Comment