Tuesday, January 24, 2023

შენა ხარ (სატრფიალო)

შენა ხარ ჩემი წრეწირიც, ქორდაც 

და გადაკვეთის ყველა წერტილი,

როცა მზე მიწას იებით მორთავს,

თავს დამატყდები  ვით ქარტეხილი.

ააბრიალებ ჩემს გულში კოცონს,

და როგორც შეშას, ვნებებში დამწვავ,

თვითონ არ იცი, თუ როგორ მომწონს,

როცა შორიდან მისინჯავ მაჯას.



No comments:

Post a Comment