Sunday, January 29, 2023

შენა ხარ...(სატრფიალო)

შენა ხარ ჩემი გამონათება,

ჩემი სამოთხე, ჩემი ედემი,

რა ვუყო ახლა ამ მონატრებას,

თუმცა ყოველთვის მეიმედები..

შენ იყავ ბაღი, მე ვწვიმდი შენთვის,

რომ დამერწყულა გამშრალი მიწა,

და ვიცი კიდევ მრავალჯერ მეტყვი: 

,,შენ გელოდები მე დედამიწა".



No comments:

Post a Comment