დღეს ისევ სასაცილო ისტორიას მოვყვები:
კომპიუტერთან ხშირად ვზივარ, ხან ლექსზე ვმუშაობ, ხან მოთხრობაზე, ხან ჩემს წიგნზე, რომელიც ვერა და ვერ გამოვეცი, და ხელი რომ არ შემიშალონ, ჩემი ოთახის კარები ჩაკეტილი მაქვს. დავდგამ ყავას ან რამე საჭელს გასაცხელებლად, მუშაობაში მავიწყდება, გამახსენდება, გავრბივარ, ყავა ყოველთვის გადმოსულია, საჭმელი დამწვარი. ჩემი სოფო კი სამზარეულოში არხეინად ზის, სახლი ბოლშია გახვეული, მას გადაუშლია წიგნი და კითხულობს.... აი, ასეთები ვართ ჩვენ, დედა-შვილი, მიკვირს, აქამდე რომ სახლი არ დაგვეწვა, ბიჭები დგანან სადარაჯოზე
No comments:
Post a Comment