დღეს ,, ჩახუტების დღეაო... "
( და რომელი დღე არ არის
,,ჩახუტების ?!")
სიზმარში მაინც ჩაგეხუტები !
2 . მადარებ ზურმუხტს ,
ვარდსა თუ იას
და არ მაკარებ
ახლოს ცივ ნიავს ;
3 . ჩემგან თუმც მადლი
არა გფენია , ~
სამდურავიც კი
არ დაგცდენია ;
4 . დღე თუ ვერ გნახავ ,
ნუ იბუტები ,
სიზმარში მაინც
ჩ ა გ ე ხ უ ტ ე ბ ი !
ელგუჯა ციგროშვილი .
ქ . თესალონიკი . 21.01.2023 წელი .
,, ჩახუტების დღე ! "
No comments:
Post a Comment