მეუბნები!
მეუბნები: - დაგიკოცნი სირინოზის მკლავებს,
ვა, თუ ე მაგ ლამაზ სიტყვებს ტყუილად ქარში აბნევ,
არ მეღირსოს ოცნებების ასრულება სულ მთლად,
და ვერ ვიგრძნო მე ახლოდან შენი თბილი სუნთქვა.
მაგრამ თუ კი უცილობლად ამისრულდა ნატვრა,
და სხეული მომლოდინე შენი ვნებით დათვრა,
ავივსები, როგორც თასი უკვდავების წყალით,
და ტალღებად მოვასკდები სიყვარულის ნაპირს.
No comments:
Post a Comment