Sunday, January 29, 2023

იუბილეს გილოცავ! (მაია დიაკონიძე — 60 ტრიპტიქი — სადღეგრძელო, ავტ. თამარ გაბოძე

 იუბილეს გილოცავ!

(მაია დიაკონიძე — 60)

ტრიპტიქი — სადღეგრძელო

1. ორი სათავე...

სამოცი წლის რომ გამხდარა ქალბატონი საოცარი,

მსახურია ორი მუზის — სწყალობს ორი სალოცავი,

და ორივეს ამ სალოცავს ჰქვია დედა ღვთისშობელი...

ჰყავს ღვთისმშობლის წილხვედრ ერთა შვილები კი — მას მშობელნი.

2. ქართული ცის ქვეშ...


ლიდა ნენკას *  ტკბილ ნანასთან გმფარველობდა ლოცვით ლადა*...

დედის მამის მოსახელე ძმაც თბილისში დაიბადა...

გულის ჭერით ცამაღალო, გწყალობდეს ცით ლექსის ჭერი,

მოშურნე და მოღალატე არ ღირს შენი ფეხის მტვერი.

გლოცავ ორგზის! ხუთი შვილი გაუზარდა სასახელოდ –

უკრაინელ დედას – ქმართან ესამშობლა საქართველო!..

დიდ-პატარას პოეტი ხარ – ნიჭიერი, გონიერი,

ფუნჯის ოსტატს მხატვრად გიცნობს და გაფასებს ორი ერი!

3. სახალისო არითმეტიკა (60+30+10=100)

...თუ სამოცის ნახევარიც დაგემატა, ამას რა სჯობს!..
ახლაც, მერეც, ვინც გიყვარდეს, მათთან ერთად გაგიმარჯოს!
გასავლელი ოცდაათიც სულ-გულ-ჯანმრთელს დაგეხარჯოს!
მშვიდობით და სიყვარულით გაგეხაროს, გაგემარჯვოს!
                ------------------------------------
ათი წელი დაგაკელი? საყვედურს ნუ დაიჟინებ...
ასიც - ფეშქაშ! უფლის ნებით!..
გაუმარჯოს — ,,ხაი ჟივე"! –





No comments:

Post a Comment