Sunday, January 29, 2023

შენ იყავ ბაღი

 შენ იყავ ბაღი, მე ვწვიმდი შენთვის,

რომ დამერწყულა გამშრალი მიწა,

რომ ვაზს გაედგა ძლიერი ფესვი,

რომ იქ ეფრინა შაშვსა და ციცარს.

შემოგვლებოდი ტანსა და მკერდზე,

გულზე, მუდამ რომ კარი აქვს ღია,

და სულ გეფიქრა წვიმის იმ წვეთზე, 

შენს ტუჩ-ალუბალს რომ კოცნის ხშირად.


No comments:

Post a Comment