Thursday, January 12, 2023

შენ მეუბნები!

შენ მეუბნები!
შენ მეუბნები, რომ ვმეორდები,
არაფერია ,,ახალი" ლექსში
და ყველა სიტყვა, ყველა სტრიქონი
სავსეა ჩამქრალ დღეების სევდით.
მაგრამ დრო მიქრის ისე უწყალოდ,
რაც მე მინდოდა, ვერ ვქენი, ვერ ვთქვი,
და გაიგონე ჩემი, უფალო,
არავის უთხრა, რასაც რომ გეტყვი...
რასაც შენ განდობ, არასდროს მითქვამს,
იქნებ არ იცის ეს თვითონ გულმაც,
ერთ დროს პატარა და ლამაზ გოგოს,
ჭიამაიად გახდომა სურდა.
მაია დიაკონიძე
12.01.2023 წელი




No comments:

Post a Comment