Tuesday, January 10, 2023

ლესია უკრაინკა, იმედი, თარგმანი მაია დიაკონიძის

 ტყვედქცეული უმკაცრეს ბედს მივნებდი,

ერთადერთი მასულდგმულებს იმედი,

რომ მშობლიურ უკრაინას კვლავ ვნახავ,

გადავხედავ ჩემი სულის ნაზ აკვანს.

ცისფერ დნეპრთან მონუსხული დავდგები,

მერე თუნდაც სიკვდილს დავემგზავრები,

სულერთია, ვიცოცხლებ თუ მოვკვდები, -

ვნახავ სტეპებს და ყორღანებს ოცნების.

ტყვედქცეული უმკაცრეს ბედს მივნებდი,

დამრჩა მხოლოდ ერთადერთი იმედი...


ტყვედ ვიქეცი, არა მწყალობს თვით ბედი,

ერთადერთი მასულდგმულებს იმედი:

რომ მშობლიურ უკრაინას კვლავ ვნახავ,

გადავხედავ ჩემი სულის ნაზ აკვანს.

სულერთია, გინდ ვიცოცხლო, გინდ მოვკვდე,

ერთხელ კიდევ გადავხედო ცისფერ დნეპრს,

ვნახო ისევ საფლავები, ყანები,

გამოვიხმო ჩრდილნი სათაყვანები.

არ მქონია არც ნება და არც ბედი,

მცირედიღა მიკიაფებს იმედი.





No comments:

Post a Comment