Monday, January 30, 2023

ნეტავ?! (სატრფიალო)

ნეტავ, შენს გულში 
სიჩუმედ მოველ 
თუ მთების ექოდ?!
მინდა გიყვარდე,
მინდა გწამდე, 
ბოლომდე მენდო!
აგიბრიალებ 
გულში ცეცხლს და
ავტეხ ქარიხალს,
მიხვდე რომ ცრემლის,
უშენობის დაღი მატყვია!
ზეცის თაღამდე 
ვივლი მაღლა,
ღმერთს შევთხოვ იმედს,
რომ ისევ გნახავ,
ნეტარს, ახალს,
მომივლენ ფიქრებს..





No comments:

Post a Comment