სიმღერა
(ხალხურ მოტივებზე)
ის – ცა და ღრუბელი, მოლი – მე,
ფიქრები მაყრია ხუნდებად,
სიტყვები არ გაუხუნდება.
ყოველთვის მზადაა ვუყვარდე,
ამიყვანს ჩიტივით ზეცამდის,
ხევის პირს ჩავყვები მურყვანებს,
დამხვდება ყვაილი ფერადი.
მოვა და მკლავებში მამიქცევს,
ვწუხდები, რა მალე თენდება,
არც მზე დამიწუნებს საქციელს,
სურვილის ალი თუ მედება.
მაია დიაკონიძე
24.01.2023წელი
No comments:
Post a Comment