ამ გულის სათქმელი სტროფებად ავასხი,
ლექსებად ჩამოვქენ, ხეებზე დავკიდე,
გავაღე საბძელი, ნალია, მარანი,
მოველი ამინდებს.
სტუმრად მოვიწვიო ამქვეყნად ყოველი,
ვინც ჩემი ლექსები ხილივით გასინჯა,
და იმ დღეს მთრთოლვარე ხელებით მოველი,
გავშალო მაგიდა.
No comments:
Post a Comment