უფალო ღმერთო!
სადღაც წყვდიადი ბობოქრობს ცაზე,
ნესტან-დარეჯანს როშაქი მტერობს,
სიკეთე დადეთ თქვენს სავალ გზაზე,
გზა გაგვინათე, უფალო ღმერთო.!
აანთე ცაზე ვარსკვლავი ბევრი,
ჭეშმარიტების დასახე კრედო,
რომ დატრიალდეს სიმართლის კევრი,
იშვი ჩვენს გულში, უფალო, ღმერთო!
სულიწმინდის მადლს სუყვლა ველით,
მოყვასი მოყვასს ბოლომდე ენდოს,
რომ კვლავ ავივსოთ იობის რწმენით,
გულში შემოდი, უფალო, ღმერთო!
No comments:
Post a Comment