Sunday, January 29, 2023

,,პოეტ ქალებს!, ლექს -ექსპრომტი, ავტ. Nasti Nasti (ნესტან ხარებავა)

 Megi Molodini მეგი მოლოდინის ლექსი წავიკითხე: ,,პოეტ ქალებს" და ექსპრომტიც მომივიდა თავში

პოეტ ქალებს!
სხვა ეშხით იწვის პოეტი ქალი,
ბოლომდე შესვამს ქარვისფერ ბადაგს,
არვის მიჰყვება აროდეს ვალი,
სხვა ზეციური ტალანტი ახლავს.
იწვის, ვით შეშა, გრიგალში, ქარში,
და სიყვარული, თუნდ ერთი მორა,
ინტერვალების გარეშე ადის,
როგორც მორწმუნის ციური ლოცვა.
მაია დიაკონიძე
26.01.2023 წელი
მორა (ლათ. mora — დროის შუალედი, პაუზა) ყველაზე მოკლე მარცვლის წარმოთქმის ნორმალური გრძლიობა, ლექსში დროის თვლის უმცირესი ერთეული. გამოისახება მოკლე მარცვლის ნიშნით

Nasti Nasti

პოეტი ქალი
---
გრძნობებს ქარგავს ოქროს ძაფით,
ოქროს მელნით წერს ის სტროფებს,
შემოუტევს მუზა,როცა,
ლექსის სახით დაყრის ცოფებს.
ოცნებებში ლივლივებენ
ტალღებივით, ზღვა,რითმები,
ალაგებს და სულ რაკრაკით,
მოაქვს ქვეყნის ნაფიქრები.
გამოძერწავს ფოთლებისგან,
მოშრიარე ფერად კაბებს,
შემოდგომა რას მიჰქვიან,
იანვარშიც აღებს კარებს.
აღებს კარებს,გულის კარებს,
იწვის ზოგჯერ სანთელივით,
მუზის მსხვერპლი როცა ხდება,
დაფრიალებს ნამქერივით.
ქალი,ქალი,თან პოეტი,
საოცარი არის ქალი,
მას ლექსებით ეძინება,
სულ ლექსებით არის მთვრალი.
-------
ექსპრომტად
Maia Diakonidze -ის ლექსზე
"პოეტ ქალებს"❤
All rea

No comments:

Post a Comment