Леся УКРАЇНКА
НАДІЯ
Hi долі, ні волі у мене нема,
Зосталася тільки надія одна:
Надія вернутись ще раз на Вкраїну,
Поглянути ще раз на рідну країну,
Поглянути ще раз на синій Дніпро, —
Там жити чи вмерти, мені все одно;
Поглянути ще раз на степ, могилки,
Востаннє згадати палкі? гадки…
Ні долі, ні волі у мене нема,
Зосталася тільки надія одна.
[Луцьк. 1880]
იმედი
არ მაქვს არც თავისუფლება ,არც ბედი,
ერთადერთი მასულდგმულებს იმედი:
შევძლო უკრაინაში დაბრუნება,
სად სამშობლოს ნახვა მესალბუნება.
არად მიღირს, თუ კი გარდავიცვლები,
ოღონდ კიდევ ვნახო დნეპრი ცისფერი,
ერთხელ მაინც გადავხედო ყორღანებს,
,მოგონებებს, სიხარულის მოწამეთ..
სულერთია თუნდაც სიკვდილს მივნებდე
ოღონდ კიდევ გადავხედო ცისფერ დნეპრს
შეზღუდული მაქვს ნება და თვით ბედი,
მცირედიღა მიკიაფებს იმედი.
იმედი
არ მაქვს არც თავისუფლება, არც ბედი,
ერთადერთი მასულდგმულებს იმედი:
შევძლო უკრაინაში დაბრუნება,
სად სამშობლო ჩემს გულს მესალბუნება.
დავბრუნდები ჩემს მშობლიურ მხარეში,
და მაშინვე თუ კი გარდავიცვლები,
ჩავიძირო დნეპრის ცისფერ ტალღებში.
მხოლოდ ერთხელ გადავხედო ყორღანებს,
ოცნებებით მოვიარო მინდვრები,
ჩემში ვერ ვგრძნობ ნებისყოფის ნატამალს,
იმედიღა მიკიაფებს მცირედი.
შემიზღუდა ჟამმა ნება, თვით ბედი,
ერთადერთი მასულდგმულებს იმედი:
შევძლო ჩემს სამშობლოში დაბრუნება,
უკრაინა ჩემს გულს ესალბუნება.
სულერთია, გინდ ვიცოცხლო, გინდ მოვკვდე,
ერთხელ კიდევ რომ შევხედო ცისფერ დნეპრს,
ვნახო ისევ საფლავები, ყანები,
გამოვიხმო ხსოვნა სათაყვანები.
შემიზღუდა ჟამმა ნება, თვით ბედი,
მცირედიღა მიკიაფებს იმედი.
ტყვედ მაქცია, არა მწყალობს თვით ბედი,
ერთადერთი მასულდგმულებს იმედი:
სამშობლოში მინდა მე დაბრუნება,
ყველაფერი იქ გულს ესალბუნება.
სულერთია, გინდ ვიცოცხლო, გინდ მოვკვდე,
ერთხელ კიდევ გადავხედო ცისფერ დნეპრს,
ვნახო ისევ საფლავები, ყანები,
გამოვიხმო ხსოვნა სათაყვანები.
არ მქონია არც ნება და არც ბედი,
მცირედიღა მიკიაფებს იმედი.
.
No comments:
Post a Comment