ჩვენი ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაშია, მაგრამ ბევრი ამას ვერ აცნობიერებს და თუ აცნობიერებს, არ უნდა ხელი გამოიღოს. ამაზე ათასობით მიტოვებული სახლი მეტყველებს. გაიარეთ საქართველოს გზებზე, შემოგვჩერებიან პატrონის მოლოდინში, თვალებჩაშავებულნი და პირდაღრეჯილნი. სახლიც ცოცხალი ორგანიზმია, პატრონის სახეა. მილიონზე მეტი ადამიანი საზღვარგარეთაა გასული, მიჰყავთ შვილები, შვილიშვილები, იქ გაზრდილი ბავშვები კი ქართველებად თავს აღარც მოიაზრებენ და არც უნდათ უკან დაბრუნება. აღარც იმ მშობლებს და პაპა-ბებიას უნდა აქ ცხოვრება, მიეჩვივნენ კომფორტს, ,,ნაპარიზალი", ,,ნარომალი" თუ ,,ნანიორკალი" აქ ტალახებში ხომ არ ავიზილებითო, ვიცი ბევრი ესეთიც, უიმე, გენაცვალე, ეს სად ცხოვროთო და ჩამოსულები უკან გაბრუნდნენ, აქ დარჩენილებიც შვილებს ისე ზრდიან, საზღვარგარეთ წადითო, ხდება დაშორიშორება დედა- შვილის, დედის ძუძუს მოწყვეტილი პირმშო კი გულგრილი იზრდება, უმრავლეს შემთხვევაში. გვახსოვს, საბჭოთა კავშირში იყო ,,მერვე პოლკი", ასე ვეძახდით, სპეცოპერაციების დროს იყნებდნენ, მკვლელები, ყველაფრისგამკეთებლები. ამ სპეცდანიშნულების ,,პოლკში" აჰყავდათ, ბავშვთა სახლიდან, რომლებმაც დედის სითბო და სიყვარული არ იცოდნენ. წინა საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო გადინება ქართველთა ლაშქარმა, უმრავლეს შემთხვევაში ქალები მიდიოდნენ და მიდიან, კაცებისთვის სამსახური ნაკლებადაა, შედეგებს თანდათანობით ვიმკით, მოვიდა თაობები, რომლებსაც სიტყვა ,,სამშობლოზე" ეცინებათ კიდეც. ერთი სული აქვთ, ქვეყანას როდის დატოვებენ. სიმშვიდე ამ შემთხვევაში არაფერს გვარგებს, ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ, შეძლებისდაგვარად ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას. დღეს როდამ თევდორაშვილის საუკეთესო ლექსს შემოგთავაზებთ:
Sunday, January 29, 2023
ესსე, ლექსის ავტორი: როდამ თევდორაშვილი
ღმერთს ნუ გამოვცდით!
საბედისწერო დროა განა შორს,
ბოლოჟამია, შენ კი ხარ მშვიდად,
დღეს უფლის რწმენით ბევრი თამაშობს,
ქართველნო, ფრთხილად!..
არ ენდო ეშმას გათხრილ მიწურებს, --
რომ უფლის ს ი ტ ყ ვ ა იშვა მითიდან,
ვით ვძლიოთ ბოროტს, როს დაიწუნე
გამოსავალი ლაბირინთიდან.
როგორ ვუშველოთ ქვეყანას მაშინ,
ერს ვით ვაშოროთ ურვა და სევდა,
როცა მამონა ბატონობს მათშიც,
ვინც დღემდე, თითქოს, ღმერთს მსახურებდა.
გველის სასჯელი ყოველწამიერ,
რას გეუბნება, ქართველო, გული,
თვალნი ახილე, უ ფ-ლის მაგიერ
ფ უ-ლია ბევრის სულში შესული.
...ცოტაც და, უკვე იქნება გვიან,
დრო მამისაა, ვადას გამოსცდი...
მაგ ქცევას რწმენის ღალატი ჰქვია,
ფრთხილად, ქართველო, ღმერთს ნუ გამოსცდი!
ს ი ტ ყ ვ ა უფლისა, უძლევ ძალას შობს,
გვეუწყა, შენ კი ხარ ასე მშვიდად,
დღეს ღმერთის რწმენით ბევრი თამაშობს,
ქართველნო, ფ რ თ ხ ი ლ ა დ!..
რ. თევდორაშვილი
4.01.2023 წ.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment