Tuesday, January 31, 2023

ემიგრანტს! (ბატონ ელგუჯა ციგროშვილს)

 შენ ეტრფი მთებს და მჩქეფარე არაგვს,

მათ სიყვრულით დაგშანთა ღმერთმა,

ფირუზის თვალებს ნისლები ფარავს,

სულ გენატრება უძირო ზეცა,

როცა ბაღებში ყვავილებს ხედავ,

მამულის ია გახსენებს თავს და,

სამშობლოს სევდა თან დაგდევს ყველგან,

არაგვის შხეფი თილისმად გაგყვა.



No comments:

Post a Comment