Thursday, January 26, 2023

პოეტ ქალებს!

სხვა ეშხით იწვის პოეტი ქალი, 
ბოლომდე შესვამს ქარვისფერ ბადაგს,
არვის მიჰყვება აროდეს ვალი,
სხვა ზეციური ტალანტი ახლავს.
იწვის, ვით შეშა, გრიგალში, ქარში,
და სიყვარული, თუნდ ერთი მორა,
ინტერვალების გარეშე ადის,
როგორც მორწმუნის ციური ლოცვა.
მაია დიაკონიძე
26.01.2023 წელი

მორა (ლათ. mora — დროის შუალედი, პაუზა) ყველაზე მოკლე მარცვლის წარმოთქმის ნორმალური გრძლიობა, ლექსში დროის თვლის უმცირესი ერთეული. გამოისახება მოკლე მარცვლის ნიშნით
,






No comments:

Post a Comment