მინდა, რომ ისე გიყვარდე,
სუნთქვა გეკვროდეს დარდისგან,
ჩემს უნახავად ვერ ძლებდე,
სულ რამდენიმე წამითაც.
გიყვარდე, ისე გიყვარდე,
როგორც მზე უყვართ ყვავილებს,
სანამ მზიანი დარია,
მინდორში კიდევ მომისწრებ,
თორემ ბადაგი ტუჩიდან,
ვაი, თუ ძმრად გადაიქცეს!
მაია დიაკონიძე
4.08.2021წ.
No comments:
Post a Comment