Friday, August 2, 2024

მეტი რა მინდა?!

 ხეების, ცამდე აწვდილის,

მკერდს რომ უპობენ ქარიშხალს,

მკლავს ჩახუტების წადილი,

ამაზე მეტი რა მინდა!


მთებო, ქარქარა ნისლებით,

გულს რომ ათოვთ და აწვიმხართ,

ვეღარ გნახულობთ, მიწყრებით,

არა და მეტი რა მინდა?!


ხელი მოვხვიე სამშობლოს,

მკერდზე ბალღივით ატირდა,

შენ მარგალიტად ნაშობო,

გაბრწყინდი, მეტი რა მინდა?!






No comments:

Post a Comment