შენ სიზმარი ხარ!
შენ სიზმარი ხარ, სიზმარზე მეტი,
კვლავ გელოდები, ზღაპრულო პრინცო,
შენ სიბნელიდან გამოხვალ დენდი
შენ ლურჯი ცა ხარ და ცაზე მეტი,
უსასრულობის სივრცეში მიხმობ,
გახსოვს ლექსებს რომ მწერდი და მწერდი,
აპრილის ფეთქვა, სიგიჟე იყო.
შენ სიზმარი ხარ, სიზმარზე მეტი,
კვლავ გელოდები, ზღაპრულო პრინცო,
შენ სიბნელიდან გამოხვალ დენდი
და მეშინია, მე ვეღარ გიცნო.
მაია დიაკონიძე
17.08.2024
No comments:
Post a Comment