სიზმარი
როგორ გელოდი და შენც მოხვედი,
ცხენზე ავმხედრდით ჩაუქად, მარდად
და ნატვრის ხესთან რაც ჩავიფიქრე,
ყვავილიანი მოვვლეთ მინდვრები,
გვერდიგვერდ ცხენებს ეჭირათ თავი,
მთიდან ეწვია ტყეებს ბინდები,
მეტყევის ქოხში დავრჩით იმ ღამით.
ღვინო ჩავცალეთ თიხის ჯამებში,
დუღდა ვნებანი, როგორც მაჭარი,
ზოგჯერ სიცოცხლის რაღაც წამები,
მთელი ცხოვრების ტოლი რად არის?!
მაია დიაკონიძე
15.08. 2024 წელი
No comments:
Post a Comment