Sunday, August 25, 2024

 იყავ ამა ქვეყნის მეინახად,

დრომ იმიტომაც შეგვინახა,

იყავ ციტადელი, მენესტრელი, 

იყავ ახალი და სიტყვა ძველი.

ახლა სახრჩობელაზედ დაკიდებულთ

გვიმზერ წყალდამხრჩვალთ, ცეცხლწაკიდებულთ,

ახლა უმამოოდ ისევ დავრჩით,

ისევ რჩევასა სთხოვს კესო არჩილს.

ოთარაანთ ქვრივი კი ბევრი გვყავის,

კიდევ მათითაა, ბაღი ჰყვავის.

მკერდები შენგრევიათ ნასახლარებს,

ვიღებთ უცხოტომელთ ახალ-ახლებს.

ერი ქცეულა სირაჯებად,

უფალს აღარავინ ეაჯება. -

სამშობლო მიცოცხლეო, იყოს მარად,

ქვეყანა ქცეულა სირაჩხანად.

ლუარსაბები არ დაგველია,

მათი საზრუნავი საჭმელია,

ხიდი ჩატეხილა, სულთა ხიდი,

ვის რა შეუძლია, იმას ჰყიდის.

მსჯავრს ისევა გვდებს კაიაფა,

ყველა იყიდება სულ იაფად,

შენს გულში ტყვიამ რომ გაიარა,

ყველა ქართველშია ის იარად. 







,



და როგორც სჩვევიათ გიგანტ ქარებს,

მოასწორებენ დამრეც არეს,

ისე ზედაპირზე დაგვილაგე,

რასაც ცუდს წარმოთქვამს ჩვენი ბაგე.


ამ საქართველოს შემხედვარე,

თავად მოკვდებოდა ილია.

ლუარსაბებიც მოგვიმრავლდნენ,

არც დარდი არ დაილია.











No comments:

Post a Comment