Thursday, August 29, 2024

შვილო ჩემო!

 შვილო ჩემო!


მომეყრდენი, შვილო ჩემო, მომეყრდენი,
სანამ კიდევ მძლავრი არის ჩემი ტანი,
მუხასავით მშობელ მიწას ჩავეზარდე,
სანამ კიდევ აქ ბევრია ჩემიანი.

სანამ კიდევ ირგვლივ მივლის ქარი მთიდან,
სანამ კიდევ იკეთებენ ჩიტნი ბუდეს,
მომეყრდენი, შვილო ჩემო, მომეყრდენი,
სანამ შევძლებ, სულის წყურვილს დაგიურვებ!
მაია დიაკონიძე
29.08.2024 წელი



No comments:

Post a Comment