რომ ერთგული ვარ!
ხანდახან ვზივარ და ჭოტივით
შენს ძილს ვდარაჯობ
და ვიცი ამას ამა ქვეყნად
თვალგახელილი ვუყურებდე
შენს ლამაზ სახეს
და შენს თვალებთან უხილავებს
ვაბამდე ძაფებს.
სიზმარში მნახო და იმ სიზმრის
გავხდე მძევალი,
სულ გადავყარო თუ კი დამრჩა
დარდი-ძველმანი,
და სულის შიმშილს ვაპურებდე
სუფთა სინდისით,
რომ ერთგული ვარ სიყვარულის
იმ დიდი ფიცის.
მაია დიაკონიძე
16.08.2024 წელი
No comments:
Post a Comment