სალაღობო
მე მეგონა, მხოლოდ ჩემთვის
ჰკრეფდი ედელვაისებს,
თურმე სხვებსაც ანებივრებ,
თუ სამყარომ, ჩემო კარგო,
მოგცა თბილი ბუნება,
და გამხდარხარ სხვებისთვისაც
წამალი და კურნება.
ტიტაც, ვარდიც და გვირილაც,
თუ სხვა ქალებს ეძახე,
რა გამოლევს ამ ქვეყანად
ენძელებს და კესანებს.
მე კი როგორც დულსინეა,
ოცნებებში ვბინადრობ,
ღმერთი მომცემს ყველა ყვავილს,
რაც არ უნდა ვინატრო.
მაია დიაკონიძე
29.08.2024წელი
No comments:
Post a Comment