გამიტანეთ!
გამიტანეთ, თუ კი არ აქვს სიტყვას ფასი,
თუ ჩვენს გულში სიყვარული ნაკლებია,
ზღაპრულ რაშთა დაჭედილი ნალებია.
ზღაპარ იყო, რასაც ყვება ისტორია,
ჩვენ არასდროს არავინ არ გვყვარებია,
რომ წერეთლის გამომზრდელი სხვიტორია,
რომ ილიას გამომზრდელი ყვარელია.
რომ გმირობა დადიანის მითი არის,
გინდათ ახლა ყველაფერში დამაჯეროთ?!
რომ ქართველი ვხედავ უკვე უნდა არვის,
გამიტანეთ, თუ ასეა, საქართველოვ!
მაია დიაკონიძე
25.08.2024 წელი
No comments:
Post a Comment