Sunday, August 4, 2024

საქართველოს ჭირისუფალს!

 მარადიული თოვლი დევს მთებში,

საქართველოა ასე მარადი,

და ვხედავ ძმაო, ჭაღარას თმებში,

შენ სამშობლოსთვის გაჭაღარავდი.


და რამდენ ტკივილს გაუძლო გულმა,

მაინც კელაპტრად ქვეყნის ანთია,

და ეგ ვარამი ნაკრები გუნდად,

მაინც მოიყვანს მზეს და განთიადს.


თვალში რომ ბრწყინავს, ცრემლები შენი,

წყაროს წყალია, მყინვარის თოვლი,

ნეტავ იცოდე, როგორა გშვენის,

შუბლზე ნაჭდევი დრო-ჟამთან ბრძოლის.


შენც შეერთვები მარადისობას,

მარადისობის მარადი თოვლი,

და სამშობლოსთვის ვინაც იომა,

ის ყოველ ღამე კრწანისთან მოდის





No comments:

Post a Comment