ცის გაელვებას რატომა ჰგავხარ!
ცის გაელვებას რატომა ჰგავხარ,
,,ღმერთო, დამინდე", ამას ვიძახი,
წყაროსთან მდგარი შრიალა ალვა,
თუ სიყვარულის მომხვდა ისარი,
ესე ტკივილი ტკბილი რად არის,
ანდა ეს ჩემი გულის ფიცარი
შენი გულისხმის თუა რადარი.
მესმის და ვიცი შენი ფიქრები,
ზოგჯერ ტკივილად მოდის ჩემამდე,
მზის ცეცხლში იწვის ახლა ფიჭვები
და რა ახლოა აღმაფრენამდე.
მინდა რომ მოგცე ყველა სინაზე,
ჩემი გულის და ჩემი სხეულის,
ოღონდ დაწერე ერთხელ მინაზე,
სიტყვა მკურნალი სულის სნეულის.
მაია დიაკონიძე
4.08.2024 წელი
No comments:
Post a Comment